10 ჰექტარზე ოზურგეთის სოფელ ვაკიჯვარში ქარსაცავი ზოლი იწვის

“გურიაში, ოზურგეთის სოფელ ვაკიჯვარში ხანძარია. იწვის ქარსაცავი ზოლი დაახლოებით 10 ჰა-ზე. სიახლოვეს არის დასახლებული პუნქტი.

​შესაბამის სამსახურებთან ერთად, მე და ნინო წილოსანი ჩართულები ვართ სტიქიის წინააღმდეგ კოორდინაციაში.

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა დროულად მოხდეს ხანძრის ლიკვიდაცია. ადგილზე მუშაობენ სახანძრო სამაშველო ჯგუფები და ტექნიკა გურიიდან, აჭარიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან. დილიდან, სამუშაოებში საჭიროებისამებრ ჩაერთვება ვერტმფრენიც”-წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

„ადგილზე მობილიზებულია ექვსი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, 60-მდე მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები. საჭიროების შემთხვევაში გათენებისთანავე ქრობის სამუშაოებში ჩაერთვება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი“,- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ილია ჭიღლაძე: ეკლესიას შეუძლია შეცვალოს ზიარების გარეგნული წესები
შემდეგი სტატიასაჩხერის საავადმყოფოში მყოფ კიდევ ერთი პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა