10 დეკემბერს სასამართლოში უგულავასთან დაკავშირებული საქმის განხილვაც განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 დეკემბერს გიგი უგულავასთან დაკავშირებული საქმის განხილვა განახლდება. საქმე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაფინანსებას ეხება.

გიგი უგულავა საქმის მოსმენის განახლებას პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.

ისევე, როგორც ნიკა გვარამია, რომლის სასამართლო პროცესებიც 7 დეკემბერს განახლდება. გვარამიას გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავება.

რაც შეეხება უგულავას და ღონიაშვილის საქმეს – მის ფარგლებში, საგამოძიებო სამსახურმა გიგი უგულავა 2014 წლის ივლისში დააკავა, მანამდე კი დააპატიმრა მისი ახლობელი, გიორგი ღონიაშვილი.

ახლა გიგი უგულავას და გიორგი ღონიაშვილის საქმეების წარმოება სასამართლოში ცალ-ცალკე მიმდინარეობს. სასამართლო 10 დეკემბრს სწორედ გიორგი ღონიაშვილის ეპიზოდს განიხილავს.

banner
წინა სტატიაშიდედაქალაქის მერმა ,,ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხებზე დეველოპერულ კომპანიებთან მორიგი ონლაინშეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიაიუსტიციის უმაღლესი საბჭო კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სასამართლო სისტემაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციებს ავრცელებს