10-დან 29 აპრილამდე, პირადობის მოწმობები კვლავ უფასოდ გაიცემა

10-დან 29 აპრილამდე, პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის მორიგი აქცია იწყება. ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღება 18 წლის ასაკიდან იმ პირებს შეეძლებათ, რომლებიც ახალ მოწმობებს არ ფლობენ და პირველად იღებენ.

აქციის მიზანი ზუსტი საარჩევნო სიის ფორმირებაა. სწორედ ამ მიზნით, იუსტიციის სამინისტრომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 24 აქცია გამოაცხადა. შედეგად, 1 200 000-ზე მეტმა მოქალაქემ პირადობის მოწმობა უფასოდ, ან შეღავათიანი ფასით მიიღო.

აქციით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს, ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ.

აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან გათავისუფლდებიან.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 485 876-ზე მეტი მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო დამატებით 376 142 მოქალაქე − საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, რაც სამოქალაქო რეესტრის ბაზებში 2 862 018 მილიონზე მეტი ზუსტი და უტყუარი მონაცემის არსებობას ნიშნავს.

banner
წინა სტატიაშიპროკურორი: “გურამ რჩეულიშვილი დაბრუნდება იქ, სადაც პატიმრობის ცხრათვიან ვადას იხდიდა”
შემდეგი სტატიააჭარის პოლიცია მერაბ ღოღობერიძეს კითხავს