10 ათასობით ლარის პრემიები – სქემა, რომლითაც ჭიდაობის ფედერაციაში, სავარაუდოდ, ბიუჯეტის ფულს იპარავდნენ, გაშიფრულია

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 17, 2019 01:07

10 ათასობით ლარის პრემიები – სქემა, რომლითაც ჭიდაობის ფედერაციაში, სავარაუდოდ, ბიუჯეტის ფულს იპარავდნენ, გაშიფრულია

სქემა, რომლითაც ჭიდაობის ფედერაციაში, სავარაუდოდ, ბიუჯეტის ფულს იპარავდნენ, გაშიფრულია. კურიერმა მოიპოვა დოკუმენტები, საიდანაც ირკვევა, რომ ფედერაციას 10 ათასობით ლარი პრემიების სახით კონკრეტულ ადამიანებზე აქვს გაწერილი:

ჭიდაობის ფედერაციის თანამშრომელი, მაია ნოდია – ერთჯერადი პრემია 26 000 ლარი, გიორგი გოგრიჭიანი – პრემია 26 974 ლარი, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ-გეგა გეგეშიძე – 30 ათასი ლარი.

ფულს, რომელსაც გეგა გეგეშიძე პრემიის სახით არიგებს, ფედერაციას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერიცხება.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მკვლევარები, რომელებმაც საბუთები შეისწავლეს, ამბობენ, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სისხლის სამართლის დანაშაულს ანუ ე.წ. ატკატს, როდესაც პრემია ერთ კონკრეტულ ადამიანზე იწერება, თუმცა, ფულიდან წილი ზემდგომთან მიდის.

მწვრთნელი ზურაბ შელია კურიერს უყვება სქემაზე, რომლითაც ჭიდაობის ფედერაციაში ბიუჯეტის ფულს გეგა გეგეშიძის კლანს – მისი უშალო გარემოცვის წევრებს უნაწილებს.

სისტემის მიხედვით, მოჭიდავეებს სახელმწიფო ყოველი აღებული მედალისთვის პრემიას აძლევს. თანხა ათობით ათას ლარს შეადგენს. ფულს სპორტსმენი პირად მწვრთნელს უყოფს, სადაც ჩანს საეჭვო გარიგება. სპორტსმენი ვალდებულია, ფული მთავარ მწვრთნელთან ერთად მეორე მწვრთნელსაც გაუყოს. ვინ უნდა იყოს მეორე მწვრთნელად ანკეტაში მითითებული, ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე, წყვეტს.

სქემის თანახმად, გეგეშიძე სპორტსმენებს აიძულებს, ფული მის გარემოცვას გაუნაწილონ, ვინც უარს ამბობს, იბლოკება და შემდეგ ასპარეზობაზე ვეღარ მიდის.

თბილისის ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივანი, გოჩა ჩორგოლიანი, რომელსაც გეგეშიძე ერთი წლის წინ ფიზიკურად შეეხო, კლანის ზღვარგადასულ გავლენებზე საუბრობს.

ცივი იარაღით თავდასხმის შემდეგ გეგა გეგეშიძე ზურაბ დათუნაშვილს ემუქრება. ინციდენტის შემდეგ დათუნაშვილი გეგეშიძის გადადგომას ითხოვს, თუმცა, უშედეგოდ. მოჭიდავე ამბობს, რომ მისი კარიერა გეგეშიძის კლანური მმართველობის პირობებში საქართველოში ვერ განვითარდება და სხვა ქვეყანაში აპირებს წასვლას, თუმცა, ფედერაციის პრეზიდენტი ღიად ამნონს, რომ ევროპის ჩემპიონს ამის უფლებას არ მისცემს.

ასევე ირკვევა, რომ ჭიდაობის ფედერაციამ 4 წლის განმავლობაში ქართული ოცნების დეპუტატის და ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის, ლერი ხაბელოვის, სასტუმროს 1 600 000 ლარი გადაურიცხა. სპორტსმენები შეკრებებზე ფედერაციას უმეტესად ხაბელოვის სასტუმროში დაჰყავს და კოლოსალურ თანხებს ურიცხავს.

 

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 17, 2019 01:07

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


10,223
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics