10-12 ივნისს სალომე ზურაბიშვილი ჟენევაში გაემგზავრება

10-12 ივნისს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟენევაში მიემგზავრება, სადაც შრომის მსოფლიო ორგანიზაციის 108-ე სესია გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განუცხადა.

წელს შრომის მსოფლიო ორგანიზაცია 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სხვა სახელმწიფოების მეთაურებთან ერთად, მაღალი დონის პანელში მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულ პანელში მონაწილეობას საფრანგეთის, გერმანიის, ნორვეგიის, თურქეთის, ესტონეთის და სხვა ქვეყნების მეთაურები მიიღებენ. პარალელურად, იგეგმება გაერო-ს იმ სააგენტოების ხელმძღვანელებთან შეხვედრები, რომლებიც ჟენევაშია განლაგებული.

banner
წინა სტატიაშიბრალი უნდა წაუყენონ იმ პირებს, ვინც მართლმსაჯულებას ხელს უშლიდა მთელი ამ ხნის განმავლობაში – ბოკერია
შემდეგი სტატიაზაზა სარალიძის პირველი კომენტარი მიხეილ კალანდიას დაკავების შემდეგ