თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „ფორმულა“ კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას სასარგებლოდ 10 000 ლარის გადახდას დაეკისრა. მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა ხაინდრავას სარჩელი „მორალური ზიანის მიყენების გამო“ დააკმაყოფილა. რეჟისორი აცხადებს, რომ თანხას სპეციალური ფონდის დასაარსებლად გამოიყენებს, რომელიც, მისი თქმით, მოქალაქეებს „მედიატერორისგან“ დაიცავს.“
“ეს იმისთვის იყო გაკეთებული ჩემი მხრიდან, რომ ჭკუა ისწავლონ და ის თანხა, რომელიც გამოყვეს ამ თანხას ჩავდებ, ფონდი უნდა დავაარსოთ, რომელიც მედიატერორისგან დაიცავს მოქალაქეებს, იმ მოქალაქეებს, ვისაც არ აქვთ შესაძლებლობა, რომ თავისი თავი დაიცვას ისე, როგორც ამ შემთხვევაში მე მაქვს“,_ თქვა “ოცნების” პროპაგანდისტმა ხაინდრავამ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ.

















