“10 ივნისამდე წარმომიდგინეთ ბიუჯეტის ახალი ვარიანტი”- ირაკლი ღარიბაშვილი ნოდარ ხადურს მიმართავს

სავლუტო ფონდი

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფინანსთა მინისტრისგან ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტის წარდგენას 10 ივნისამდე ელოდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ვადა პრემიერმა ნოდარ ხადურს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მისცა.
“სასწრაფოდ, 10 ივნისამდე წარმომიდგინეთ ბიუჯეტის ახალი ვარიანტი. ჩვენ ახალ რეალობას უნდა მოვერგოთ. ისე არ გამოვა, რომ სამინისტროები ითხოვენ ფულს – რაც აქვთ ის დახარჯონ. მთელს რეგიონში ხდება ეკონომიკური ზრდის ტემპების გადახედვა, ჩვენ კი იგივე სიტუაციაში ვართ. 5%-იანი ზრდა წელს არ იქნება. თქვენ იცით რეალობა, რომ მთელს მსოფლიოში და რეგიონში არის ეკონომიკური რეცესია. ასე რომ, რაც მალე მოვახდენთ ბიუჯეტის კორექტირებას, მით უკეთესი იქნება”, – მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს
შემდეგი სტატიაწუხანდელი სტიქიის შედეგად ძაღლების თავშესაფარში 12 ძაღლი დაიხრჩო (+ფოტო)