1 წლის წინ შემოგვთავაზეს ხალხის ევაკუაცია და სანგრების გათხრა, მაგრამ ეს გამოიწვევდა პანიკას, ეკონომიკის განადგურებას – ზელენსკი

ერთი წლის წინ, უკრაინას შესთავაზეს ხალხის ევაკუაცია, სანგრების გათხრა, მაგრამ ეს გამოიწვევდა პანიკას და ქვეყნის ეკონომიკის განადგურებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰოლანდიურ გაზეთ Nieuwsuur-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრას ყოველ წამს ელოდნენ და ქვეყანა ამისთვის ემზადებოდა, თუმცა ამგვარი ზომების წინასწარ მიღების შემთხვევაში, მაღალი რისკები იყო იმისა, რომ უკრაინის ეკონომიკას აღარ ეარსება.

“ჩვენი ქვეყანა ემზადებოდა… ვიცოდით, რომ ეს ნებისმიერ დროს შეიძლებოდა მომხდარიყო. გზა, რომელიც შემოგვთავაზეს – ზარების დარეკვა, თხრილების გათხრა, ხალხის ქვეყნიდან გაყვანა – ამ ყველაფრის გაკეთება შემოჭრამდე ერთი წლით ადრე, ვფიქრობ, არასწორი იყო, რადგან ჩვენ საზოგადოებაში პანიკის დათესვა საჭირო არ იყო. ეს ყველაფერი დააზარალებდა ფინანსურ მდგომარეობას, ქვეყნის ბიუჯეტს და ეკონომიკას”, – განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს ეწვევა
შემდეგი სტატიარუსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ლიმანის სრულად აღების შესახებ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ უარყო