“1 წელია არ ვიცი, ვინ გამიტეხა თავი, რატომ მედო 7 ნაკერი და მქონდა ტვინის შერყევა” – მარიამ გაფრინდაშვილი

2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციაზე დაშავებული “ტვ პირველის” ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ერთი წლის შემდეგაც საგამოძიებო უწყებას არ დაუდგენია, თუ ვინ ესროლა მას ქვა, რის შემდეგაც თავი გაუტყდა და ტვინის შერყევა მიიღო.

არავინ გამოუკითხავთ ჩემს გარდა – ამბობს მარიამ გაფრინდაშვილი და მომხდარს ჟურნალისტების დაშინების მცდელობად აფასებს.

1 წელია არ ვიცი, ვინ გამიტეხა თავი, რატომ მედო 7 ნაკერი და მქონდა ტვინის შერყევა, მიუხედავად იმის, რომ პარლამენტის შენობის მიმდებარედ, არის სათვალთვალო კამერები, რომლითაც, რომ გაიარო და იმეისჯო, იმასაც კი წაიკითხავს საგამოძიებო უწყება, ანუ, იმის თქმა მინდა, რომ მაღალი გარჩევადობის კამერებია და როცა უნდათ, ნებისმიერი კადრის გაშიფვრა შეუძლიათ, თუმცა, როცა საქმე ეხება ჟურნალისტს და არა მათ პროპაგანდისტს, ისინი რა თქმა უნდა, იდენტიფიცირებას ვერ ახდენენ. არავინ გამოუკითხავთ ჩემს გარდა და ფაქტი რჩება ფაქტად, მაგრამ მიზანი ის, რომ დააშინონ ჩვენი გუნდის წევრები, ან ჟურნალისტები ამ მიზანს ვერ მიაღწიეს, ეს ნაკრები მე აღარც მეტყობა, ვმუშაობ და გავაგრძელებ მუშაობას ცხადია, – აცხადებს მარიამ გაფრინდაშვილი.

მარიამ გაფრინდაშვილი აქციაზე 2024 წლის 30 ნოემბერს დაშავდა. ამ დღეს სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა არაპროპორციული ძალა, რასაც დაპირისპირება მოყვა.

კადრებში, რომლის გადაღებაც “ტვ პირველის” ოპერატორმა მოასწრო, ჩანს, რომ მარიამ გაფრინდაშვილი მიწაზე ეცემა.

banner
წინა სტატიაში“ამ ერთი წლის განმავლობაში, ყოველდღე ვრწმუნდებოდი იმაში, რომ ეს ხელისუფლების დაგეგმილი დანაშაული იყო” – მაკა ჩიხლაძე
შემდეგი სტატიაანტისანიტარია კიდევ ერთი სკოლის ბუფეტში, ამჯერად შემოწმებაზე საჯარო დაწესებულებაში შევიდნენ