1 ტომარა ფქვილი და 30 ლარი

14798963_1806881422930190_380992686_nდახმარება ხმების სანაცვლოდ და ოპოზიციის მხარდამჭერი ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფოს შემწეობა მოეხსნათ – კახეთის რამდენიმე სოფლის მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას პოლიტიკური ნიშნით შევიწროებაში ადანაშაულებენ. მოსახლეობის თქმით გაუსაძლისი პირობების მიუხედავად მათ სოციალურად დაუცველის სტატუსი და შესაბამისად დახმარებაც მოეხსნათ.

მოსახლეობის ბრალდებებს უარყოფს სოფელ მირზაანის გამგებელი თუმცა ადასტურებს, რომ სოციალურ აგენტებს გამგეობის თანამშრომლები მისამართებზე დაყვებიან.

ასევე პოლიტიკური ნიშნით დახმარების მოხსნას და ხმების სანაცვლოდ თანხის გადახდას უარყოფს ქართული ოცნების საოლქო ორგანიზაციის გენერალური მდივანი დედოფლისწყაროში. ბრალდებებს უარყოფს სოციალური სააგენტოს წარმომადგენელიც.

უშუქოდ და საკვების გარეშე დარჩენილი სოციალურად დაუცველი პირები კი ამბობენ, რომ დახმარების გარეშე ზამთრის გადატანა გაუჭირდებათ.

წყარო

banner
წინა სტატიაში,,ნადეჟდა სავჩენკო მთლად ნორმალური არ უნდა იყოს…,,
შემდეგი სტატიაპოლონელი მინისტრი: რუსეთი ,,მისტრალებს,, აფიორის გზით იბრუნებს