14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

1 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეების უცხოელ მეუღლეებზე ბინადრობის ნებართვის გაცემის წესები მკაცრდება

მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებთან ქორწინებაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების მიღების ახალი რეგულაციები ამოქმედდება. ინფორმაციას გამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს.

 საქართველოს მოქალაქის უცხოელ მეუღლეზე მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქართველოში მეუღლის ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ბოლო 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

 მუდმივი ცხოვრების უფლება ასევე გაიცემა საქართველოს მოქალაქის არასრულწლოვან შვილსა და საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე.

ზოგადი წესით, მუდმივი ცხოვრების ნებართვის მისაღებად უცხოელს დროებითი ბინადრობის საფუძველზე საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში ცხოვრება მოეთხოვება.

აღნიშნულ 10-წლიან პერიოდში არ ჩაითვლება ქვეყანაში სწავლის, მკურნალობის მიზნით ყოფნისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდები.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი: პატრიარქმა თქვა ის, რასაც ეკლესია 2000 წელია ასწავლის
შემდეგი სტატიარუსეთმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოცადა