1 საათი გავიდა და არ დაურეკავს, რომ გაემარჯვა დარეკავდა – კობახიძე ნიკა მელიას

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის და პარლამენტის გადამდგარი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ენმ-ს გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებიდან 1 საათი გავიდა, თუმცა მას არ დაურეკავს.

“ერთი საათი გავიდა და არ დაურეკავს, რომ გაემარჯვა დარეკავდა, თუმცა ერთი საათი გავიდა და ვერ გაბედა დარეკვა, ის რომ ყოფილიყო კაცი თავიდანვე იტყოდა, რომ წაგების შემთხვევაში დატოვებდა მანდატს, მაგრამ ვერ გაბედა, რატომ ვერ გაბედა, იმიტომ, რომ იცოდა, რომ წააგებდა”, – თქვა ირაკლი კობახიძემ

კობახიძის თქმით, თბილისის არცერთი უბანია არაა დათვლილი და შეიძლება მეორე ტურიც გაიმართოს, მათ შორის გლდანშიც, თუმცა მოგებასთან და წაგებასთან დაკავშირებით განცხადებას არ ცვლის.

banner
წინა სტატიაშიკენჭისყრის პროცესი დასრულდა
შემდეგი სტატია“სამწუხაროდ, სავარაუდოდ, 5%-ზე მეტი არ გვექნება”, – ნინო ბურჯანაძე