1 ქართველი და 10 უკრაინელი ევროპაში 13 ტონა ნარკოტიკით დააკავეს… (+ფოტო)

munzurევროპოლმა, ესპანური პოლიციის მეშვეობით, იტალიური, ბერძნული და თურქული პოლიციის ჩართვით, ხმელთაშუა ზღვაზე დააკავა გემი, რომელსაც 13 ტონამდე ნარკოტიკული ნივთიერება გადაჰქონდა…

ევროპოლის განცხადებით, ოპერაცია 2 დეკემბერს, ხმელთაშუა ზღვაზე, იტალიურ კუნძულ პანტელერიასგან 10 მილის მოშორებით ჩატარდა… დაკავებულიქნა გემი ,,მუნზური,, (Munzur), რომელსაც 500-მდე ტომარაში დაფასოებული 13 ტონამდე ნარკოტიკული ნივთიერება ჰაშიში გადაჰქონდა. დაკავებული გემი ბადრაგის თანხლებით, იტალიურ კუნძულ სიცილიაზე გადაიყვანეს. დაკავებულია ეკიპაჟის თერთმეტივე წევრი, რომელთაგან 1 საქართველოს მოქალაქეა და 10 უკრაინის.

www.timer.ge

munzur-2

banner
წინა სტატიაშიპუტინი ცხინვალის სეპარატისტებთან კიდევ ერთ შეთანხმებას აკანონებს…
შემდეგი სტატიამოსკოვის ცენტრში თვითნაკეთი მოწყობილობა ააფეთქეს…