1 ოქტომბერს, რომის პაპი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წირვას აღავლენს

ვატიკანის პრესსამსახურმა 30 სექტემრიდან 2 ოქტობრამდე პაპი ფრანცისკეს საქართველოში და აზერბაიჯანში სამოციქულო მოგზაურობის პროგრამა გამოაცხადა, -ამის შესახებ დიაკვანმა ედუად გოგილაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პროგრამის მიხედვით, 30 სექტემბერს პონტიფექტსი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამობრძანდება. დაახლოებით 15.00 საათზე მისალმების ცერემონიის შემდეგ გათვალისწინებულია სტუმრობა პრეზიდენტთან, 16:00 სთ-ზე პრეზიდენტის სასახლის ეზოში მიესალმება ხელისუფლებას, საზოგადოების წარმომადგენლებს და დიპლომატიურ კორპუსს, სადაც წმინდა მამა წარმოთქვამს სიტყვას. 16:40 სთ-ზე საპატრიარქო რეზიდენციაში შეხვდება საქართველოს კათალიკოს პატრიარქ ილია მეორეს. 18:00 სთ-ზე პაპი ასირიულ -ქალდევური წესის საკრებულოს წმ სიმონ მღებავის სახელობის კათოლიკურ ტაძარს მოინახულებს, სადაც ილოცებს.

1 ოქტომბერს 10:00 სთ-ზე პაპი აღავლენს წმ წირვას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, რომლის დროსაც იქადაგებს. 15:45 სთ-ზე პაპი შეხვდება მღვდლებსა და ბერ მონაზვნებს მარიამის ზეცად აყვანების საკათედრო ტაძარში. 18:15 სთ-ზე მოინახულებს მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარს, სადაც გაჟღერდება ჯერ პატრიარქის, შემდეგ რომის პაპის სალამი. კვირა დღეს 2 ოქტომბერს 07:55 სთ-ზე დამშვიდობების ცერემოონიალის შემდეგ თბითმფრინავი აიღებს გეზს ბაქოსკნ”,- ნათქვამია ვატიკანის პრესსამსახურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირადიო „აფხაზეთის ხმა“ ახალ სეზონს განახლებული ეთერით ხვდება
შემდეგი სტატია(+ვიდეო) შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პასუხობს