1-ლი ივლისიდან მთავრობა ფქვილის სუბსიდირებას აღარ გააგრძელებს

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, დღეიდან, პირველი ივლისიდან ფქვილის სუბსიდირების პროგრამა აღარ გაგრძელდება. მინისტრის თქმით, ახლა სუბსიდირების შესაწყვეტად უპრიანი პერიოდია, რადგან საქართველოში ადგილობრივი ხორბალი შემოდის.

“ჩვენ ხორბლის სუბსიდირება დავამთავრეთ, ასე იყო დაანონსებული, ეს არის ალბათ ყველაზე უპრიანი მომენტი, როდესაც საქართველოში ადგილობრივი ხორბალი შემოდის და ყველაზე ნაკლები წნეხი ფასებზე იქნება ამ პერიოდში, ამიტომ ყველაზე რთული, ზამთრის პერიოდი, როდესაც ქვეყანაში გვესმის, რომ სასურსათო, ადგილობრივი, სეზონური პროდუქტების ნაკლებობაა და ამ დროს არის მეტი იმპორტირებული პროდუქცია, შეიძლება მეტი ყოფილიყო წნეხი იგივე მოსახლეობის სოციალური ფონზე, აქედან გამომდინარე, ჩვენი ინტერვენცია, ჩარევა, იყო პასუხისმგებლიანი”, – თქვა ლევან დავითავშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ მემორანდუმზე: “სასაცილო აქციონიზმია”
შემდეგი სტატია“შსს-სგან გარანტია გვაქვს, რომ ადამიანის უსაფრთხოებას პრობლემა არ შეექმნება”