“1 იანვრიდან საწარმოებისათვის საგადასახადო შეღავათები ამოქმედდება”

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონი ძალაში, 2016 წლის პირველი იანვრიდან შევა.

მისი თქმით, ეს არის კანონი, რომელიც ითვალისწინებს ძალიან მნიშვნელვანი მიმართულებებით ინვესტიციების სტიმულირებას და მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.

“პირველი იანვრიდან ძალაში შედის კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ. ორი მიმართულებაა მნიშვნელოვანი, ერთი სოციალური დახმარებები. პირველი სექტემბრიდან მაღლამთიან რაგიონებში მაცხოვრებელი პენსიონერებისათვის პენსია გახდება 216 ლარი. გარდა ამისა, გათვალისწინებულია მასწავლებლების, ექიმების, ექთნების შრომის ანაზღაურების ზრდა, სოციალური დახმარებები ბავშვებისათვის და ამავე დროს, დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველი იანვრიდან რეალურად ამოქმედდება საგადასახადო შეღავათები, საწარმოებისათვის, რომელიც ამ რეგიონებში იქნება განთავსებული. ეს შეეხება, მოგების, ქონების და საშემოსავლო გადასახადებს. პრაქტიკულად ეს არის კანონი, რომელიც ითვალისწინებს ძალიან მნიშვნელვანი მიმართულებებით ინვესტიციების სტიმულირებას და მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას”, – განაცხადა ხადურმა.

banner
წინა სტატიაშიISIS სახელით ტერორისტული აქტი საფრანგეთში, საბავშო ბაღში განხორციელდა
შემდეგი სტატიასოსო ჯაჭვლიანი – რაგბის ფედერაციის საქმეებში ვერავინ ჩაერევა