1 გარდაცვლილი და 6 დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში

ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში მსხვერპლით დასრულდა. თვითმხილველების თქმით, სოფელ მანავში საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

შედეგად ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, 6 მგზავრი კი დაშავდა. ისინი მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჯერ საგარეჯოს რაიონულ საავდმყოფოში, შემდეგ კი 3 დაშავებული თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

დაშავებულთა შორის ერთი 7 წლის გოგონაა, ის მრავლობითი დაზიანებით იაშვილის კლინიკაში მოათავსეს. ორი ქალი კი გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომელია, ისინი სიღნაღში საატესტატო გამოცდებზე მიდიოდნენ, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

banner
წინა სტატიაშიდეპუტატმა წილოსანმა “ფეისბუქ პოსტი” წაშალა
შემდეგი სტატიაპრემიერმა პირობა არ შეასრულა – მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისსა და პანკისში აქციებს აანონსებს