1-ელი იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან

2026 წლის 1-ელი იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან.

ახალი წლიდან ძალაშია “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ ნორმა, რომლის მიხედვით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 200 ლარი იქნება, ხოლო შემდეგ ჯერზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი 300 ლარით დაჯარიმდება.

აღნიშნული კანონი 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა.

banner
წინა სტატიაშიბულგარეთი ევროზონას ოფიციალურად შეუერთდა – ქვეყნის ეროვნული ვალუტა, ლევი ევრომ ჩაანაცვლა
შემდეგი სტატია(ვიდეო) ათობით ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა-აფეთქება Le Constellation-ის ბარში