1-ელი აპრილი რომ იყოს უფრო გამიადვილდებოდა განმარტება – ბახტაძე სკანდალურ წერილზე ხუმრობს

1-ელი აპრილი რომ იყოს, გულწრფელად უფრო გამიადვილდებოდა ამ წერილზე განმარტების გაკეთება, – ასე უპასუხა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვას პროკურატურის მიერ გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით, რომელიც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გამოძიებას გადასცა.

“დღეს არის 8 მარტი, 1-ელი აპრილი რომ იყოს, გულწრფელად უფრო გამიადვილდებოდა ამ წერილზე განმარტების გაკეთება. შეიძლება ისიც მეთქვა, რომ გიორგი გახარიამ ჩემთან დაადასტურა, რომ ნამდვილად ჩაწერა წერილში მათ შორის ის, რომ „არტარეასთან“ ერთად ითხოვდა სხვა რომელიმე მუსიკალური არხისგან, ან „რაგბიტივისგან“ რაიმე სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას. ამ საკითხზე ზოგადად მიმდინარეობს მოკვლევა. გიორგიმაც დაადასტურა და მეც მინდა დავადასტურო, რომ ნებისმიერი მინისტრი ჩემი კაბინეტიდან მზად არის გასცეს პასუხები კითხვებზე პარლამენტში თუ საგამოძიებო ორგანოებთან. რაც შეეხება თავად იმას, რაც წავიკითხეთ მედიის მეშვეობით წერილის შინაარსში, მე გამიჭირდება ამაზე სერიოზული კომენტარი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიფაქტობრივი გარემოება არის ის, რომ ეროვნული ბანკი გახლავთ სრულიად დამოუკიდებელი, სხვა ყველაფერი პოლიტიკური სპეკულაციაა
შემდეგი სტატია“ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ეხმარებოდა გახარია „ნაციონალური მოძრაობისგან“ გამწარებულ მეწარმეებს”