
დოლარი გაყალბებისაგან ყველაზე დაცულ ფულად მიიჩნევა… მისი დაბეჭდვისთვის განკუთვნილ ქაღალდს უშვებს მხოლოდ ერთი კომპანია და მას კანონით აკრძალული აქვს ამ ქაღალდის, ფედერალური სამსახურების გარდა, სხვაზე მიყიდვა… ხოლო საღებავის ფორმულის საიდუმლო, აშშ-ს გრავირებისა და ბეჭდვის ბიუროს საკუთრებაა. 21-ე საუკუნეში დოლარის კუპიურებს რამდენიმეჯერ დაემატა დამცავი ნიშნები, მიკრობეჭდებისა და დამცავი ძაფების სახით.
2006 წლის მონაცემებით, მსოფლიოში, მიმოქცევაში არსებული დოლარების (კუპიურებისა და მონეტების) ღირებულების შეფარდება პლანეტის მოსახლეობასთან, შეადგენდა 150 დოლარს, პლანეტის თითო მოსახლეზე.
აშშ-ს დოლარი ითვლება მსოფლიო სავალუტო რეზერვების ძირითად ვალუტად და 2011 წლის მონაცემებით, ის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების 62,1% შეადგენს.
ფედერალური რეზერვების ბანკის მოთხოვნით, 2016 წლისთვის იგეგმება 1 და 2 დოლარიანი კუპიურების ამოღება მიმოქცევიდან და მათი ლითონის მონეტებით ჩანაცვლება.








