1 აშშ დოლარის ღირებულება 2.80 ლარს გადასცდა

კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.80 ლარს გადასცდა.

კურსი დილიდან იცვლება და ამ დროისთვის საქართველოს ბანკში 1 აშშ დოლარი 2.805 ლარი ღირს. TBC ბანკში – 2.8040 ლარი. ბაზის ბანკში – 2.795 ლარია, ლიბერთი ბანკში კი – 2.800 ლარი. ყველაზე მაღალი კურსი ამ დროისთვის რესპუბლიკა ბანკს აქვს, სადაც 1 აშშ დოლარი 2.8420 ლარი ღირს.

ამ დროისთვის ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 2.6837 ლარია. თუმცა, ეს კურსი პარასკევ საღამოს ბანკთაშორის გამართული ვაჭრობის შედეგად დადგენილი კურსია. ახალ კურსს ეროვნული ბანკი დღეს 17 საათისთვის გამოაქვეყნებს. კომერციულ ბანკებში კურსის სწრაფი ვარდნა კი იმის მანიშნებელია, რომ ეროვნული ვალუტა ოფიციალური კურსითაც გაუფასურდება.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი – “ქვეყანაში ვითარება ყოველწუთიერად მძიმდება
შემდეგი სტატიასოფე დარჩელში შვილმა დედა მოკლა