1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 588 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 46 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 21 264 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 922, „პისიარ“ ტესტით – 7 342.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,18%, ბოლო 14 დღის – 7,8%, ბოლო 7 დღის – 7,45%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 890 813 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 837 263 გამოჯანმრთელდა, 12 777 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 311 840 აცრა, დღიურად აცრილია 2 500.

კარანტინის რეჟიმშია 35, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 138 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 183 პირი.

ამასთან, 12 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 922 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 999 პაციენტი, გარდაიცვალა 36.

banner
წინა სტატიაშიხავიერ კოლომინა – რუსეთს სურს, უკარნახოს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა უკრაინა და საქართველო, რა არჩევანი გააკეთონ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 775, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 119