1 და 2 დოლარიანი კუპიურებს 2016 წლიდან ამოიღებენ.

894062_163941773766018_1427203522_oმსოფლიოში ყველაზე საიმედო და დაცული ფულის ერთეული აშშ-ს დოლარი, 1794 წლიდან მხოლოდ ვერცხლისა და ოქროს მონეტების სახით შემოიღეს მიმოქცევაში. პირველად, როგორც ქალაღალდის ფულადი ერთეული, დოლარი 1861 წელს დაიბეჭდა და 1971 წლამდე, ის აშშ-ს ოქროს რეზერვებით იყო გამყარებული, 1971 წლის შემდეგ კი, მის სიმყარეს მხოლოდ აშშ-ს ძლიერი სახელმწიფო და ეკონომიკა განაპირობებს. 1861 წლიდან დღემდე, აშშ-ში დაბეჭდილი დოლარის ყველა კუპიურა, ოფიციალურ გადახდისუნარიან საშუალებად ითვლება. 1,2,5,10,20,50 და 100 დოლარიანი კუპიურების გარდა, რომლებიც დღემდე მიმოქცევაშია, 1945 წლამდე 500,1000,5000,10.000 და 100.000 დოლარიანი კუპიურებიც კი იბეჭდებოდა, რომლებიც ძირითადად ბანკთაშორის ანგარიშსწორებისას გამოიყენებოდა… თუმცა 1969 წელს, მას შემდეგ რაც ბანკებმა ელექტრონული გადარიცხვის სისტემა დანერგეს, ისინი ოფიციალურად ამოიღეს მიმოქცევიდან.
დოლარი გაყალბებისაგან ყველაზე დაცულ ფულად მიიჩნევა… მისი დაბეჭდვისთვის განკუთვნილ ქაღალდს უშვებს მხოლოდ ერთი კომპანია და მას კანონით აკრძალული აქვს ამ ქაღალდის, ფედერალური სამსახურების გარდა, სხვაზე მიყიდვა… ხოლო საღებავის ფორმულის საიდუმლო, აშშ-ს გრავირებისა და ბეჭდვის ბიუროს საკუთრებაა. 21-ე საუკუნეში დოლარის კუპიურებს რამდენიმეჯერ დაემატა დამცავი ნიშნები, მიკრობეჭდებისა და დამცავი ძაფების სახით.
2006 წლის მონაცემებით, მსოფლიოში, მიმოქცევაში არსებული დოლარების (კუპიურებისა და მონეტების) ღირებულების შეფარდება პლანეტის მოსახლეობასთან, შეადგენდა 150 დოლარს, პლანეტის თითო მოსახლეზე.
აშშ-ს დოლარი ითვლება მსოფლიო სავალუტო რეზერვების ძირითად ვალუტად და 2011 წლის მონაცემებით, ის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების 62,1% შეადგენს.
ფედერალური რეზერვების ბანკის მოთხოვნით,  2016 წლისთვის იგეგმება 1 და 2 დოლარიანი კუპიურების ამოღება მიმოქცევიდან და მათი ლითონის მონეტებით ჩანაცვლება.

banner
წინა სტატიაშილარის ცვალებადობაზე მთავრობის შეკრება დაიგეგმა
შემდეგი სტატიაკულტურის სამინისტროს საგანგებო განცხადება