1 აგვისტოდან სომხეთში ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა

1 აგვისტოდან სომხეთში ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა

1 აგვისტოდან სომხეთში ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა1 აგვისტოდან სომხეთში ელექტროენერგიის ტარიფი 7 დრამით გაიზარდა და 17 დრამი (0,014 დოლარი) გახდა. მთავრობა მოსახლეობას გაზრდილი სხვაობის გადახდას დაპირდა, რაც ყოველთვიურად 2,5-3 მილიარდი დრამია (5-6 მილიონი ევრო).
ივნისში ერევნის ცენტრში ტარიფის გაზრდის გამო საპროტესტო აქციები დაიწყო. მომიტინგეები ახალი რეგულაციის დაწევას ითხოვდნენ, შემდეგ კი მოთხოვნებს კიდევ ერთი მიემატა – იმ პოლიციელების დასჯა, რომლებმაც მომიტინგეების წინააღმდეგ 23 ივნისს ძალა გამოიყენეს.
«ჯერჯერობით უცნობია, რა ტიპის აუდიტი ტარდება – ფინანსური, ტექნიკური თუ სხვა რამე» – აცხადებს აქტივისტების მოძრაობის «არა ყაჩაღობის» ერთ-ერთი წევრი ვადიმ სარგსიანი.
“ახლა გვეუბნებიან, რომ 5 კონსალტინგურ კომპანიას მიმართეს, თუმცა, ვფქრობ, რომ მთავრობა ხალხს უბრალოდ ატყუებს. ” – ამბობს სარგსიანი.
ექსპერტი სტეფან გრიგორიანი თვლის, რომ მთავრობას უბრალოდ, დრო გაყავს და ისინი არ აპირებენ არანაირი დაპირების შესრულებას, მათ შორის ელექტროკომანიის აუდიტის ჩატარებას და ტარიფების რეალური ღირებულებების დადგენას.
ბევრი სომეხი პოლიტმიმომხილველის თქმით, სომხეთში დაწყებული არეულობა მოსკოვისთვის საფიქრალი გახდა. მოსკოვი აქციის ყოველ საათს დიდი ყურადღებით ადევნებმდა თვალყურს. მათი თქმით, კრემლმა პროტესტის მანძილზე რამდენიმე ხალხისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო – პირველი იყო «ინტერრაოს» აუდიტზე თანხმობა და მეორე – მოსკოვმა სომხეთს 200 მილიონი დოლარი კრედიტი გამოუყო სამხედრო შეიარაღების შესაძენად, ასევე სომხეთს გადაეცა ვალერი პერმიაკოვი, რუსი სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც იანვარში გიუმრში ერთი სომხური ოჯახი სრულად ამოხოცა.
როგორც ექსპერტები ამბობენ, მოსკოვს აქციების პოლიტიკური ხასიათის შეეშინდა.
თუმცა, აქტივისტები ამბობენ, რომ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. მათი თქმით, ისინი აუდიტის დასკვნებს ელოდებიან, რომ შესაბამისი ზომები მიიღონ. აუდიტის შედეგები, სავარაუდოდ, 2-3 თვის შემდეგ იქნება საჯარო, თუკი პასუხები ხალხისთვის დამაკმაყოფილებელი არ იქნება, ისინი ბერგამიანცის მოედნის ხელახალ ბლოკირებას აპირებენ.

banner
წინა სტატიაშიჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
შემდეგი სტატიაზიმბაბვეში კიდევ ერთი ლომი მოკლეს