09:00 საათზე გეოგრაფიის გამოცდით საქართველოს 1600-მდე სკოლაში ერთდროულად დაიწყება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებსმე-11 კლასის მოსწავლეების გამოსაშვები გამოცდები დღეს ჩატარდება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგამოცდო პროცესი 09:00 საათზე გეოგრაფიის გამოცდით საქართველოს 1600-მდე სკოლაში ერთდროულად დაიწყება. გამოცდებისათვის 41 ათასზე მეტი მოსწავლეა დარეგისტრირებული.

სტიქიის შედეგად დაზარალებული ,,მომავლის სკოლის“ მე-11 კლასელები გამოცდებს თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში აბარებენ.

მოსწავლეები გამოცდას 4 საგანში: გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ბიოლოგიასა და ქიმიაში ჩააბრებენ. ეს ის საგნებია, რომელთა სწავლაც მე-11 კლასში დასრულდა. გამოსაშვები გამოცდები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო საგანში ტარდება. იმ მოსწავლეებს, რომლებიც ვერ გადალახავენ ზღვარს რომელიმე საგანში, შესაძლებლობა ექნებათ შესაბამისი საგანი მეთორმეტე კლასის ბოლოს ჩააბარონ დანარჩენ 4 გამოცდასთან ერთად.

გამოსაშვები გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (Gcat) ტარდება. მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული ტესტირების ქართული ვერსია – ალგორითმი და პროგრამული უზრუნველყოფა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეიქმნა.

banner
წინა სტატიაშითბილისის ყოფილი არქიტექტორი ტერიტორიის დაცლას ითხოვს
შემდეგი სტატიამე არ ვაპირებთ შევეგუო უკანონობას- მიხეილ სააკაშვილი+ ვიდეო