0:2-დან 4:2-მდე… კანადამ რუსეთს ყინულზე სერენადა უმღერა (ვიდეო)

კანადა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია!!!
სულ ცოტა ხნის უკან დასრულდა საფრანგეთსა და გერმანიაში მიმდინარე, 2017 წლის ჰოკეის მსოფლო ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩი კანადისა და რუსეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის, რომელიც დაძაბულ ორთაბრძოლაში ჩატარდა…
პირველ პერიოდში ორივე ნაკრებმა სიტუაციის დაზვერვა არჩია და შედარებით ფრთხილად ითამაშეს, რაც ანგარიშშიც აისახა… უგოლო ფრის შემდეგ, მეორე პეროდში რუსებმა რამდენიმე კარგი კომბინაცია ჩაატარეს რაც 32 და 34 წუთზე კუზნეცოვისა და კუჩეროვის მიერ კანადელთა კარში ორი შაიბის შეგდებით დასრულდა… პერიოდიც რუსებმა მოიგეს 0:2, რაც მათთვის ფინალში გასვლის შანსებს ძალიან სერიოზულს ხდიდა, თუმცა მესამე პერიოდი რუს ჰოკეისტებს ,,შავად გაუთენდათ,, … 42 წუთზე კანადელმა მარკ შაილიმ რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა.. თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე მაკინონმა ისევ გაუტანა რუსებს და ამით თიქთოს თამაში დამატებით დროში უნდა გადასულიყო, თუმცა კანადელები ერთ წუთში კარგი კომბინაციის შედეგად რაინ ონალის შაიბით დაწინაურდნენ, ხოლო რუსებისათვის ავბედითი მატჩის ბოლო წამებზე, კონტრშეტევაში მეოთხედაც გაუტანეს ოლეგ ზნარკას მიერ გაწვრთნილ ნაკრებს.
იხილეთ ვიდეო:

https://youtu.be/QnI4axZEaPE

banner
წინა სტატიაშისეფსისის ცენტრთან მომხდარი ინციდენტის შესახებ, შსს განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაერდოღანის მოწინააღმდეგე NBA-ს თურქი ვარსკვლავი რუმინეთში დააკავეს