“0.3%-იან პარტიაზე აბსურდულ განცხადებებზე პასუხის გაცემა არ არის მიზანშეწონილი” – კალაძე “რესპუბლიკელებზე”

მეწარმეებისადმი დავით უსუფაშვილის მიმართვაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა კახა კალაძემ. მან რესპუბლიკური პარტია ნულპროცენტიან პარტიად შეაფასა და არ მიიჩნია მიზანშეწონილად ამ თემაზე საუბარი.

“0.3%-ან პარტიაზე აბსურდულ განცხადებებზე პასუხის გაცემა ვფიქრობ, არ არის მიზანშეწონილი,” – აცხადებს კახა კალაძე.

ფინანსთა მინისტრი კი აცხადებს, რომ ბიზნეს გარემო ასეთი თავისუფალი არასდროს ყოფილა.

პარლამენტის თავმჯდომარემ მეწარმეებს სოციალური ქსელით გუშინ მიმართა და მოუწოდა აღარასოდეს შეუწყონ ხელი უკონკურენტო ერთპარტიულობის დამკვიდრებას საქართველოში. ის ასევე მიმართავს მათ, 8 ოქტომბერს გააკეთონ თავისუფალი, პერსონალური არჩევანი.

banner
წინა სტატიაში„აუდიტორია 115″-მა თსუ-ში სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაშალა
შემდეგი სტატიაგია შარვაშიძე : არ ვაპირებთ, რომ თსუ გახდეს პოლიტიკოსების სათამაშო ადგილი