პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ წარადგენს

საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ წარადგენს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა

,,იმ სიტუაციაში, როცა “ქართული ოცნება” უარს აცხადებდა კონსულტაციებზე, კანდიდატის დასახელება იქნებოდა დასახელება დასახელებისთვის, კანდიდატურა კანდიდატურისთვის და არა შედეგზე ორიენტიებული”.

პრეზიდენტის პოზიციით, ერთადერთი შესაძლებლობა იმისთვის ,რომ კანდიდატურა საქართველოს პარლამენტში დამტკიცებულიყო, ფართო კონსესუსი იყო.

“საქართველოს პრეზიდენტს სურდა, რომ შემდგარიყო ფართო კონსენსუსი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით. ფართო კონსენსუსი საჭირო იყო იმისათვის, რომ კანდიდატურას დამტკიცების შანსი ჰქონოდა, მითუმეტეს, იმ ფონზე, როდესაც “ქართული ოცნება” ღიად აცხადებდა, რომ ის კონსულტაციებში მონაწილეობას არ მიიღებდა. ანუ ერთადერთი შესაძლებლობა, შანსი, კანდიდატურა საქართველოს პარლამენტში დამტკიცებულიყო, ეს იყო ფართო კონსენსუსი. სამწუხაროდ, ეს ფართო კონსენსუსი ვერ მოხდა. ფაქტია, ფართო კონსენსუსის გარეშე, კიდევ ერთხელ, როცა “ქართული ოცნება” უარს აცხადებდა კონსულტაციებზე, კანდიდატის დასახელება იქნებოდა დასახელება დასახელებისთვის, კანდიდატურა კანდიდატურისთვის და არა შედეგზე ორიენტიებული. მინდა შეგახსენოთ, რომ დღესაც საქართველოს პარლამენტში წარდგენილია მოსამართლეობის რამდენიმე კანდიდატი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი არც კი განიხილავს”,- განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ თანამდებობა 2 აგვისტოს დატოვა, რის შემდეგაც პრეზიდენტი აღნიშნულ პოსტზე კანდიდატურის შერჩევის მიზნით საზოგადოების შესაბამის წრეებთან კონსულტაციებს აწარმოებდა.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელიამ საკადრო ცვლილებები განახორციელა
შემდეგი სტატიაგაუჩინარებული გემი ,17 ქართველ მეზღვაურთან ერთად,ლომეს პორტში მიემართება-საგარეო საქმეთა სამინისტრო