№17 თელავის და №54 სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობაში ჩარევის გამო რაიონულმა სასამართლომ ორი პირი დააჯარიმა

საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩარევის გამო თელავისრაიონულმა სასამართლომ ნიკოლოზ ვარდოშვილი სამართალდამრღვევად ცნო. ის 500 ლარით დაჯარიმდა.№17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალმახელიძემ მის კაბინეტში ნიკოლოზ ვარდოშვილის უნებართვოშეჭრასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი2017 წლის 8 სექტემბერს შეადგინა და შემდგომი რეაგირებისთვისშესაბამის სასამართლოს გადაუგზავნა.ნიკოლოზ ვარდოშვილი რამდენიმე უცნობ მოქალაქესთან ერთად 2017 წლის7 სექტემბერს №17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისკაბინეტში, თათბირის მსვლელობისას, უნებართვოდ შეიჭრა. აღნიშნულიმოქმედებით მან განახორციელა კომისიის საქმიანობაში ჩარევა, რის გამოცგაძევებულ იქნა კომისიის შენობიდან.***2017 წლის 1 სექტემბერს, №54 სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიისთავმჯდომარე ნანა იმნაძემ კომისიის შენობის ფოიეში ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლის ძალისმიერი გზით შეჭრასთანდაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა დაშემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაუგზავნა.საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელისამტრედიის ოლქში ფრიდონ შენგელია 2017 წლის 1 სექტემბერს, №54სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის ფოიეში, ძალისმიერიგზით შეიჭრა (ჩაკეტილი კარის თვითნებურად გაღებით), რითაცგანახორციელა კომისიის საქმიანობაში უკანონო ჩარევა და გამოიწვიამხარდამჭერთა სიების შემოწმების პროცესის შეფერხება.სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი სამტრედიის ოლქში ფრიდონშენგელია სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარით დააჯარიმა

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო უმრავლესობის წევრები ლიტვის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ
შემდეგი სტატიასაქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტს, დენიელ ტვინინგს შეხვდა