​ველისციხესთან პოლიციის ავტომანქანის დაზიანებისთვის დაკავებულ ქეთევან მირიანაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

ველისციხესთან პოლიციის ავტომანქანის დაზიანებისთვის დაკავებულ ქეთევან მირიანაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

ქეთევან მირიანაშვილი შსს-მ 19 დეკემბერს დააკავა. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას ედავება, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

ბრალდებული კახეთის პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან თელავის ცენტრალური საავადმყოფოს კარდეოლოგიურ განყოფილებაში გუშინ საღამოს გადაიყვანეს, სადაც დღეს ბრალი წარედგინა.

მირიანაშვილი ჯერ სტაციონარში რჩება. მკურნალი ექიმის, ნინო ფურცელაძის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მკურნალობის გაგრძელება სჭირდება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – „კრიმინალის მძიმე დანაშაულების ნაწილში – განზრახ მკვლელობა, მძიმე გარემოებებით მკვლელობა, ყაჩაღობა და ა.შ. – გვაქვს კლება“
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია ხორავას საქმეზე „ევროპულ საქართველოს“ სამი შეკითხვით მიმართავს