​თურნავამ დაჭრილ ტურისტს სასტუმროში დასვენება შესთავაზა

ეკონომიკის მინისტრმა 5 ივლისს, თბილისში დაჭრილ ტურისტს, “ძალების აღსადგენად” “საპარტნიორო ფონდის” სასტუმროში დასვენება შესთავაზა.

ნათია თურნავას თქმით, ასეთი შემთხვევები ევროპის დიდ ქალაქებშიც ხდება, მთავარი კი ისაა, თუ “რამდენად სწრაფად რეაგირებს” სახელმწიფო:

ნებისმიერი დიდ ქალაქში, ევროპულ ქალაქებშიც კი დროდადრო ხდება ასეთი სამწუხარო შემთხვევები. მთავარია, რამდენად სწრაფად რეაგირებს სახელმწიფო. დღეს ეს ადამიანი თავს კარგად გრძნობს. ჩვენ და “საპარტნიორო ფონდმა” ერთობლივად შევთავაზეთ რეაბილიტაციის კურსი “ლიკანის” სასტუმროში, სადაც შეძლებს რომ აღიდგინოს ძალები”, – თქვა თურნავამ.

banner
წინა სტატიაშიჯანმრთელობა თუ არ შემიშლის ხელს, აუცილებლად მივალ: გომელაური საკანონმდებლო ორგანოშია დაბარებული
შემდეგი სტატიახაბეიშვილი თამარ ჟვანიას წინააღმდეგ პროკურატურას მიმართავს- “აუცილებელია, თამარ ჟვანიაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრას”