​რაც ხდება სამარცხვინოა სახელმწიფოსთვის და ხალხისთვის – დავით ზურაბიშვილი შვილის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს

ჟურნალისტის, გიორგი ზურაბიშვილის მიერ ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის საწინააღმდეგო პოსტი მასზე თავდასხმის მიზეზი გახდა.

ძალოვანი სტრუქტურების სახელით ადამიანების მიზანმიმართული, ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტების გამოძიების მოთხოვნით შსს-სა და სუს-ს უკვე მიმართა გიორგი ზურაბიშვილის მამამ, “რესპულიკური” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზურაბიშვილმა.

საქართველოს “რესპუბლიკური” პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრს, დავით ზურაბიშვილს იმედი არ აქვს, რომ მუქარის გამო კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

„აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმე დაესაჯოთ ამის გამო და არ მაქვს დიდი იმედი, მაგრამ გამოვთქვამ მაინც მცირე ოპტიმიზმს, რომ დაიძრას ეს საქმე მკვდარი წერტილიდან. იმიტომ, რომ სამარცხვინო არის ეს, ელემენტარულად, სახელმწიფოსთვის და ხალხისთვის და საზოგადოებისთვის, რაც ხდება ასეთ დროს. თან განსაკუთრებით არის აქცენტირებული იმ ადამიანებზე, ვინც ნარკოპოლიტიკის გამპროტესტებელია,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბუტა რობაქიძის საქმე – კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი თავს დამნაშავედ ცნობს
შემდეგი სტატიაარსებობს ნიშნები, რომ სასამართლო ხელისუფლება ერთი კონკრეტული ჯგუფის მიერ ინიშნება -დოლიძე