​გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახაშენში ხანძარს ორი წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახაშენში ხანძარს, ორი წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც “რუსთავი2”-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულსა და სახურავზე გაჩნდა.

მეხანძრე მაშველებმა 2 წლის ბავშვის გვამი მეორე სართულზე აღმოაჩინეს.

უწყების ინფორმაციით, დამწვარია 225 კვ.მ ფართობი, ადგილზე 5 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია.

banner
წინა სტატიაშიგერმანული ბიზნესი მიგრანტების შესახებ დავაში მერკელს მხარს უჭერს
შემდეგი სტატია“გამოვიდეს მერია და გარკვევით თქვას, რა პრობლემებია და რისი დარეგულირება უნდა“ – გაბაშვილი ღია კაფეების მფლობელებს შეხვდა