“​ექიმები 24 საათი ზრუნავენ ჩემს ჯანმრთელობაზე… სააკაშვილი ზუსტად საპირისპირო მდგომარეობაშია”

ელენე ხოშტარია ექიმებს მასზე ზრუნვისთვის მადლობას უხდის და ამ ფონზე, მიხეილ სააკაშვილის საპირისპირო მდგომარეობაში ყოფნაზე საუბრობს:

“დიდი მადლობა მინდა ვუთხრა რესპუბლიკურის ექიმებს, რომლებიც მონაცვლეობით, 24 საათი ზრუნავენ ჩემს ჯანმრთელობაზე. აქ არანაირი პოლიტიკა, სიძულვილი, გულგრილობა არ არსებობს. ვგრძნობ, როგორ ზრუნავენ ადამიანზე და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მათთვის ტელევიზორში რას ვლაპარაკობ ან რას ვაკეთებ. სათითაოდ უფრთხილდებიან ჩემს თითო ელექტროლიტს:-) ვახო კალოიანზე ალბათ წიგნს დავწერ:-)

ამას ვწერ და ვფიქრობ, რომ სააკაშვილი ზუსტად საპირისპირო მდგომარეობაშია.

ეს ასე აღარ იქნება! ზუსტად ვიცი!”- წერს ხოშტარია, რომელიც სწორედ მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს და ამ მოთხოვნით პარლამენტის შენობაში უკვე მე-11 დღეა შიმშილობს.”

banner
წინა სტატიაში“დასავლელი მეგობრები საგონებელში არიან ჩავარდნილი თუ რატომ მიჰყავთ ქართველ ლიდერებს ქვეყანა დასავლეთიდან შორს”
შემდეგი სტატიაარასამთავრობოების პეტიცია: გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში