​დავით მათიკაშვილი : ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის მოვლენები ზუსტად შეაფასა

ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის მოვლენებს კიდევ ერთხელ ზუსტი შეფასება მისცა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს იმას, რეალურად ვინ მოახდინა საქართველოს ტერიტორიაზე ეთნიკური წმენდა, ვინ განახორციელა ადამიანისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები

„ეს ჩვენი მოწინააღმდეგე ოკუპანტი სახელმწიფო და სეპარატისტული ძალაა და არა ქართული მხარე. გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დადასტურებაა იმის, რომ ჩვენი მოთხოვნა სამართლიანია. ჩვენ იმ მოთხოვნის პირობებში ვართ, რომ ყველა ასეთ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ ქართული მხარის სარჩელებზე ზუსტი შეფასება და დასკვნა გამოიტანოს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაშივისაც ეშინია აქ ყველაზე მეტად, ეს არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი – არჩილ თალაკვაძე
შემდეგი სტატიაეს კონსტიტუცია აკანონებს იმ ძალადობრივ რეალობას, რაშიც დღეს საზოგადოება ცხოვრობს – ჭიაბერაშვილი