​„ჩვენი „კეთილმოსურნეები” ხშირად ამბობენ, თითქოსდა არის ინსტიტუციური პრობლემები” – იზორია ჯარს

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩვენ გვაქვს კანონის უზენაესობის უმნიშვნელოვანესი პროგრესი და ეს არის ჩვენი სიამაყის საფუძველი, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. ლევან იზორია იმ ბრალდებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ჯარში სისტემური პრობლემებია.

​„ჩვენი „კეთილმოსურნეები” ხშირად ამბობენ, თითქოსდა არის ინსტიტუციური პრობლემები. მინდა მათ გასაგონად ვთქვა, რომ ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარმატებებით და არავის მივცემთ უფლებას, რომ თქვენს იმიჯს, თქვენს ინსტიტუციურ განვითარებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდეს. რა თქმა უნდა, ყველა სოციუმში და მათ შორის ჯარში რაც არ უნდა განვითარებული ქვეყანა იყოს, ხდება სამწუხაროდ სამართალდარღვევები, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ ამას არ ჰქონდეს სისტემური ხასიათი და მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩვენ გვაქვს კანონის უზენაესობის უმნიშვნელოვანესი პროგრესი და ეს არის ჩვენი სიამაყის საფუძველი”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

banner
წინა სტატიაში“დავით სოსლანი”, “დავით აღმაშენებელი” – ქართულენოვანი წარწერები ტერორისტების ავტომატების მჭიდებზე
შემდეგი სტატიასუს – ახალ ზელანდიაში ტერაქტის დროს გამოყენებულ იარაღზე ქართული წარწერების ფაქტზე ქართული მხარე სტრატეგიულ პარტნიორებთან უკვე თანამშრომლობს