​ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე გადადგა

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა. ბესიკ ესებუამ განცხადება წასვლის შესახებ გუშინ, სამუშაო საათების დასრულების შემდგ დაწერა და თანამშრომლებისთვის ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სამსახური დატოვა. განცხადებაში კი მიზეზად, ოჯახური მდგომარეობა დაასახელა.

ესებუას წასვლა მოულოდნელი აღმოჩნდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტში. თანამშორმლები მიზეზებზე ვერ საუბრობენ, თავად ესებუა კი ჟურნალისტებთან არ კონტაქტობს. დილიდან ცარიელია მუნიციპალიტეტის მერიაც. ადგილზე არც მერი და არც მისი მოადგილეები იმყოფებიან, შესაბამისად უცნობია მათი შეფასებები ესებუას წასვლაზე.

ბესიკ ესებუა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს. ის 28 დეპუტატმა ხმათა უმრავლესობით აირჩია.

ერთ ერთი ვერსიით, ესებუას დაპირისპირება ჰქონდა “ქართული ოცნების” ადგილობრივ საარჩევნო შტაბთან, ასევე, არსებული ინფორმაციით, უთანხმოება ჰქონდა მერიის სატენდერო კომისიასთანაც.

ბესიკ ესებუას განცხადებას თანამდებობიდან წასვლის შესახებ, დღევანდელ ბუროზე მიიღებენ ცნობად. სხდომა ჩხოროწყუს საკრებულოში 12 საათზეა ჩანიშნული.

banner
წინა სტატიაში“მიგვაჩნია რომ აქტიური საერთაშორისო ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების”
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე – რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებში საქართველო ყოველთვის უნდა ფიგურირებდეს