ჰოლივუდელმა რეჟისორმა რამზან კადიროვი მთავარ როლში გადაიღო

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა ჰოლივუდელი რეჟისორის ფილმში “ვინც ვერ მიხვდა ის ვერ გაიგებს” მთავარი როლი ითამაშა – ამის შესახებ ინფორმაცია კადიროვმა ისტაგრამის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
“ეს მძაფრსიუჟეტიანი ფილმი მალე გამოვა და უყურეთ მას კინოთეატრებსა და სახლებში. მთავარ როლზე გრძელვადიანი მოლაპარაკებების შემდეგ დავთანხმდი. ცალკეული სცენები უკვე გადაღებულია” – წერს კადიროვი. მისი თქმით, ფილმის რეჟისორი ცნობილია მძაფრსიუჟეტური ფილმებით. “ფილმში მონაწილეობენ პირველი ხარისხის ჰოლივუდელი მსახიობები – ნათქვამია კადიროვის პოსტში. ისტაგრამზე ჰოლივუდური ფილმის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გამოჩნდა, რაც დღეს ხადარკოვსკის ფონდმა რამზან კადიროვზე დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გამართა. დოკუმენტურ ფილმში მოთხრობილია ჩეჩნეთის ცხოვრებაზე, კადიროვის ფინანსებზე, მის რესტორნებზე, უკანონო გადასახადებზე და სხვა.

banner
წინა სტატიაშიუხუცესი პოლიტიკური დევნილი, ბესელიას სიაში უარის გამო ისჯება
შემდეგი სტატიაცოტა არ იყოს მიკვირს, რომ ამდენი ხანი იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები