“ჰოლიდე ინნ”-ში საარჩევნო ყრილობა დაიწყო

სასტუმრო “ჰოლიდე ინნ”-ში საარჩევნო ყრილობა მიმდინარეობს. ყრილობას ესწრებიან სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატები, დელეგატები, ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნები, უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტი და უეფა-ს სხვა წარმომადგენლები.
სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ში დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია. ფედერაციის პრეზიდენტი 4 წლის ვადით ირჩევა. აქამდე ეს თანამდებობა ზვიად სიჭინავას ეკავა, რომელიც ვადაზე ადრე, არჩევნებამე დაახლოებით ერთი თვით ადრე გადადგა. ამჟამად პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე ასრულებს.

banner
წინა სტატიაში35 დელეგატმა რეგისტრაცია გაიარა
შემდეგი სტატია“ხალხი ამ არჩევნებს არასამართლიანად აღიქვამს “