ჰოლანდიელები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმს ატარებენ

ჰოლანდიელები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმს ატარებენ

ჰოლანდიელები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმს ატარებენნიდერლანდებში აქტივისტების ჯგუფი “ევროკავშირის მოქალაქეთა კომიტეტი” მოსახლეობას მოუწოდებს რეფერენდუმზე გაიტანონ უკრაინის ევროკავშირში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხი.

ნიდერლანდებში რამდენიმე ხნის წინ მიღებული კანონის თანახმად, მოქალაქეებს მიღებული შეთანხმებების ან კანონების შესახებ საკონსულტაციო რეფერენდუმის მოთხოვნა შეუძლიათ.

უკრაინის საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩასატარებლად აქტივისტებს 6 აგვისტომდე 10 ათასი ხელისმოწერის შეგროვება მოუწევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ რეფერენდუმზე განცახდების შეტანა შეეძლებათ. განაცხადის მიღების შემდეგ კი აქტივისტებმა 300 ათასი ხელმოწერა უნდა მოაგროვონ.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება უკრაინამ 2014 წელს დადო. ასოციაცია ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას ნიშნავს ევროკავშირსა და უკრაინას შორის. ევროპარლამენტმა და უკრაინის რადამ დოკუმენტის რატიფიცირება ერთსადაიმავე დღეს მოახდინეს. ის ძალაში მხოლოდ მას შემდეგ შედის, რაც ევროკავშირის 28-ვე წევრი ქვეყანა მის რატიფიცირებას მოახდენს.

ორგანიზაცია “ევროსაბჭოს მოქალაქეთა კომიტეტი”, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით რეფერენდუმის იდეით გამოდის, ცნობილია თავისი სარკასტული პოსტებით და სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტიურობებსაც ეწევა. ორგანიზაციაშიც თვლიან, რომ 300 ათასი ხელმოწერის შეგროვება მათთვის თითქმის შეუძლებელია, მაგრამ “თუკი გამოგვივა, ჩვენ ნამდვილ რეფერენდუმს მივიღებთ ევროზონაში. ამის გამო ცდა ნამდვილად ღირს” – წერია ორგანიზაციის ერთ-ერთ ბლოგში.

“ევროსაბჭოს მოქალაქეთა კომიტეტი”-სთვის ეს არ არის პირველი მასობრივი აქცია.
მათი ერთ-ერთი ინიციატივით პარლამენტმა გამოძიება დაიწყო, თუ როგორ მოხდა ქვეყანაში ევროს შემოღება.
მაგრამ რა შუაშია უკრაინა?
“ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჰოლანდიელმა ამომრჩეველმა საკუთარი აზრი დააფიქსიროს, და მნიშვნელობა არა აქვს ისინი საკითხის წინააღმდეგი იქნებიან თუ თანახმა” – ამბობენ ორგანიზაციაში.
მათი თქმით, რეფერენდუმს იმ შემთხვევაში, თუკი ხალხი უკრაინის საკითხს დადებითად გადაწყვეტს, რუსეთის აგრესიაზე შეუძლია გავლენა მოახდინოს და გარკვეული თვალსაზრისით, შეაჩეროს კიდეც.
ახალი კანონი რეფერენდუმების შესახებ 1 ივლისს შევიდა ძალაში და შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ იმ კანონების მიმართ, რომლებიც კანონის შემოღების შემდეგ იქნა დამტკიცებული.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური შს მინისტრის მოვალეობას 1 აგვისტომდე შეასრულებს
შემდეგი სტატიათემურ ჭყონია: ეს ყველაფერი არის მოსახლეობის ბრალი