ჰოლანდია უკრაინაში ბოინგის ჩამომგდებად რუს სეპარატისტებს ასახელებს

ჰოლანდიელი სპეციალისტები, რომლებიც 2014 წელს უკრაინის ტერიტორიაზე მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების საქმეს იძიებენ, თვითმფრინავის ჩამომგდებად უკრაინის აღმოსავლეთში მოქმედ რუს სეპარატისტებს მიიჩნევენ, ამის შესახებ CNN-მა  გამოძიების დასრულებასთან დაკავშირებული მოხსენების ,,შავი,, ვარიანტის მქონე წყაროდან გაიგო.

წყაროს ცნობით, ჰოლანდიურმა გამოძიებამ დაადგინა თვითმფრინავზე მოხვედრილი რაკეტის ზუსტი ტიპი და ტერიტორია, რომლიდანაც ის გაუშვეს. აღნიშნულ ტერიტირიას, გამოძიების მკიცებით, იმ დროისათვის რუსი სეპარატისტები აკონტროლებდნენ.

გამოძიება, რომლის მიერ წარმოებული საქმე  ასეულობით გვერდისაგან შედგება, პასუხისმგებლობის ნაწილს მალაიზიურ ავიაკომპანიას Malaysia Airlines-ს აკისრებს, რადგან მიუხედავად კონფლიქტისა, მან მარშუტად უკრაინის ტერიტორია არჩია.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის აღმოსავლეთით, დონეცკის ოლქში რუსეთის საზღვართან ახლოს, 2014 წელს მალაიზიური ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავის Boeing-777-ს  ჩამოგდებას, რომელიც ამსტერდამი-კუალა ლუმპური რეისს ასრულებდა, 280 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი შეეწირა.

banner
წინა სტატიაში“შესაბამისი სიმწვავით ითქვა, რაც სათქმელი იყო”-ზურაბ აბაშიძე კარასინთან მოლაპარაკებებზე საუბრობს
შემდეგი სტატიაგრიგორი კარასინი: დაინტერესებულები ვართ, რომ ორმხრივი ურთიერთობების პროცესი განვითარდება ნორმალურ რიტმში