ჰილარი კლინტონი ნატო-ს უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდებს

კლინტონმა ტრამპს ურჩია ისე მოიქცეს, როგორც პრეზიდენტს შეეფერება

ჰილარი კლინტონი საერთაშორისო გაერთიანებას უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატი აცხადებს, რომ დღეს უკრაინის მთავრობას ფინანსურის გარდა, სამხედრო დახმარებაც სჭირდება.

“უნდა გავაკეთოთ მეტი, დავეხმაროთ უკრაინას დაიცვას საკუთარი საზღვრები, ჩავუტაროთ ინსტრუქციები, გადავცეთ აღჭურვილობა. ამერიკის შეერთებული შტატებიც და ნატოც დიდ ენთუზიაზმს არ იჩენდნენ და გასაგებია, რომ ძალიან რთული და საშიში სიტუაციაა, მაგრამ უკრაინის არმიამ და უკრაინელმა ხალხმა დაამტკიცეს, რომ ნამდვილად იმსახურებენ ჩვენგან მეტ მხარდაჭერას,” – განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ და კუბამ ჰავანაში ისტორიული მოლაპარაკებები დაიწყეს
შემდეგი სტატიაუკრაინის პრეზიდენტის ემოციური გამოსვლა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე