ჰილარი კლინტონი აშშ-ს პრეზიდენტობისათვის ბრძოლას იწყებს

კლინტონმა ტრამპს ურჩია ისე მოიქცეს, როგორც პრეზიდენტს შეეფერება

ჰილარი კლინტონი შეერთებული შტატების საპრეზიდენტო მარათონში ჩართვისთვის ემზადება. wall street Journal-ის  ცნობით, ყოფილი სახელმწიფო მდივანი გადაწყვეტილებას არჩევნებში მონაწილეობის შესახებ აპრილში გაახმაურებს.

ამერიკული გამოცემის ინფორმაციით კლინტონმა და მისმა მოკავშირეებმა უკვე შეატყობინეს დემოკრატიული პარტიის სპონსორებს მომავალი თვიდან საარჩევნო კამპანიის დაწყების თაობაზე.

ახალი პრეზიდენტი ამერიკელებმა 2016 წელს უნდა აირჩიონ.

გამოკითხვების თანახმად, ამომრჩევლის 54 პროცენტი მზადაა, ხმა ჰილარი კლინტონის სასარგებლოდ მისცეს, თუ მისი კონკურენტი რესპუბლიკური პარტიიდან, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ძმა ჯეფ ბუში იქნება.

banner
წინა სტატიაში“სასამართლო აკრძალვამ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა დახურვის საფრთხის წინაშე დააყენა”
შემდეგი სტატია“აბაშიძე იქცა ივანიშვილის ინსტრუმენტად, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას აფერხებს,”