ჰააგის სასამართლოს პროკურორს ფატუ ბენსუდას თბილისში ელოდებიან

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა საქართველოში ჩამოვიდა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს ფატუ ბენსუდას თბილისში დაახლოებით ნახევარ საათში ელოდებიან.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს და საგამოძიებო ჯგუფის დელეგაციას მედია ელოდება. თუმცა, ფატუ ბენსუდა სავარაუდოდ, კომენტარს არ გააკეთებს. წინასწარი ინფორმაციით, იგი აეროპორტის ტერიტორიას VIP გასასვლელით ესკორტით დატოვებს.
როგორც ცნობილია, დღეს ოფიციალური შეხვედრები ფატუ ბენსუდას დაგეგმილი არ აქვს, ხვალ კი, იგი შეხვდება იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგნელებს.
არსებული ინფორმაციით, ფატუ ბენსუდა დელეგაციასთან ერთად საქართველოში ვენიდან ჩამოვა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ ოქტომბერი ქართული ღვინის დღედ გამოაცხადა
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი ყაზახ კოლეგას შეხვდა