“ჰააგის გამოძიების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უნდა იყოს ანწუხელიძის, ხუბულურის, სოფრომაძის წამება და მკვლელობა”

“გამოძიების ერთერთი მთავარი მიმართულება უნდა იყოს გიორგი ანწუხელიძის, კახა ხუბულურის, უშანგი სოფრომაძის წამება და მკვლელობა”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა.

თეა წულუკიანმა ეს განცხადება ჰააგის პროკურორთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

“ჩვენ მათთან პირველ რიგში იმ უმნიშვნელოვანესი მიმართულებით ვითანამშრომლებთ, რომელსაც თავად ჰააგის პროკურორმა ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა. ეს არის ცხინვალის რეგიონში ქართველთა ეთნიკური წმენდა. დავაყენეთ საკითხი, რომ ეს გამოძიება ვერ ჩაითვლება სრულფასოვნად, თუ ჰააგის პროკურატურამ არ გამოიძია ჩვენი ქართველი სამხედრო ტყვეების წამების და მათი მკვლელობის ფაქტები. დავაყენე საკითხი, რომ გამოძიების ერთერთი მთავარი მიმართულება უნდა იყოს გიორგი ანწუხელიძის, კახა ხუბულურის, უშანგი სოფრომაძის წამება და მკვლელობა და ასევე დანარჩენი 23 ქართველი სამხედრო ტყვის მიმართ წამება და სხვა არაადამიანური მოპყრობის ფაქტები”, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ბარამიძესა და მანანა კობახიძეს შორის შეკამათება მოხდა
შემდეგი სტატია„EBRD-სთვის საქართველო არის ქვეყანა, სადაც ყველაზე დიდი ინვესტიციაა განხორციელებული”