ჯოჯოხეთის საქანელა (ვიდეო)

ჩინეთის ქალაქ შანხაიში მდებარე მსოფლიო ფინანსური ცენტრის  შენობა სიდიდით მეორეა ამ ქალაქში, ის 101 სართულს ითვლის და  492 მეტრი სიმაღლისაა… სწორედ ამ შენობის შუშების მრეცხავი მუშები, რომლებიც სპეციალურ ,,აკვანში,, ჩამოკიდებულნი 91-ე სართულის ფანჯრებს წმენდნენ, ,,აკვნის,, ნაცვლად ,,ჯოჯოხეთის საქანელაზე,, აღმოჩნდნენ, რადგან უეცრად ძლიერი ქარი ამოვარდა და რკინის ძარა შეაქანა…  მოწყობილობა რომელშიც მუშები იჯდნენ რამდენჯერმე დაეჯახა შენობას, რომლის ფასადი ძირითადად მაღალი სიმტკიცის შუშისგან არის დამზადებული…

ჩინური მედიის ცნობით, მუშები ცოცხალი კი გარაურჩნენ 450 მეტრის სიმაღლეზე მოწყობილ სახიფათო ატრაქციონს, მაგრამ მრავალრიცხოვანი ტრამვები და ძლიერი სტრესი მიიღეს.

/იხილეთ ვიდეო/

https://www.youtube.com/watch?v=voiHvPbLUvI

 

banner
წინა სტატიაში“2012 წელს ბოლნისის რაიონს 20 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა, 2014 წელს კი ბიუჯეტმა დააფინანსა”
შემდეგი სტატიაპრემიერი ალასანიას განცხადებაზე – ძალიან ვწუხვარ, რომ სახელმწიფოებრივი საკითხებით ხდება სპეკულირება