ჯოხარ ცარნაევს სიკვდილით დასჯიან

2013 წელს, 15 აპრილს, ბოსტონში, ყოველწლიური მარათონის დროს, მომხდარი ტერაქტის (რომლის დროსაც დაიღუპა სამი და დაშავდა 264 ადამიანი) მომწობი ორი ძმიდან ერთერთს, 21 წლის ჯოხარ ცარნაევს ამერიკულმა სასამართლომ სიკდილით დასჯა ინექციის საშუალებით მიუსაჯა.
ცარნაევი 12-ვე ნაფიცმა მსაჯულმა დამნაშავედ სცნო. მის მიმართ ბრალი 30 მუხლით იყო წარდგენილი. ნაფიცმა მსაჯულებმა ბოლო სხდომაზე 30-ვე პუნქტში დამნაშავედ ცნეს, მათ შორის იმ 17-ში, რომელიც კანონმდებლობით სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს. მსაჯულებმა ცარნაევის მიმართ სასიკვდილო განაჩენის გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ ჯოხარის უფროსი ძმა, 26 წლის ტამერლან ცარნაევი, ტერაქტიდან 4 დღეში, აყვანის ოპერაციის დროს პოლიციამ სასიკვდილოდ დაჭრა.

banner
წინა სტატიაში,,კრიზისიდან მშრალად გამოსვლა არ გამოვა,, – რომან გოცირიძე
შემდეგი სტატიაშუმახერის წონა კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება