ჯორჯ სოროსი: ევროპა ჯეროვნად ვერ აფასებს უკრაინას

,,უკრაინის მოკლე ფინანსურ ყელსაბამზე დაჭერით, ევროკავშირი ამ ქვეყნის პროგრესულ განვითარებას დარტყმის ქვეშ აყენებს,, აცხადებს მილიარდერი ამერიკელი ფინანსისტი ჯორჯ სოროსი Project Syndicate-ს სტატიაში.

სოროსის განცხადებით, მან ჯერ კიდევ წლის დასაწყისში განაცხადა, რომ მხოლოდ სანქციებით უკრაინის მხარდაჭერა საკმარისი არაა… ,,სანქციები ვნებს როგორც რუსეთის ასევე ევროპის ქვეყნების ეკონომიკას… სანქციებთან ერთად უკრაინის მხადაჭერა უნდა გაძლიერებულიყო იმისათვის, რომ რუსეთის ეკეონომიკური პრობლემების ფონზე უკრაინის აღმასვლა ყველას  გაეგო როგორც პუტინის პოლიტიკის შედეგი,, აღნიშნავს  მილიარდერი.

სოროსის განცხადებით, ევროპელები ვერ აცნობიერებენ ახალი უკრაინის დაბადებას და ჯეროვნად ვერ აფასებენ მას. ,,ევროპელები ექცევიან უკრაინას, როგორც კიდევ ერთ საბერძნეთს. ევროპის დახმარება უკრაინისადმი, ჰგავს წვეთოვანას დაყენებას მშიერი ადამიანისათვის… ამიტომაც უკრაინა ეკონომიკური კოლაფსის წინაშე დგას… ევროპელებმა უნდა გაააცნობიერონ, რომ უკრაინისადმი გაცემული კრედიტები, მათი უსაფრთხოებისათვის ბიუჯეტში ჩადებული ფულია. თუ ამას ევროპა ვერ გააცნობიერებს, მათ საბოლოო ჯამში გაცილებით ძვირის გადახდა მოუწევთ,, აცხადებს სოროსი.

banner
წინა სტატიაშიზარალის ოდენობამ 3 მილიონ ლარს მიაღწია
შემდეგი სტატიაკადიროვი: ჩეჩნეთი მხოლოდ სუბსიდიებით არ ვითარდება