“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” განცხადებას ავრცელებს

GWP

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” თბილისში წყალმომარაგების შეფერხებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რამდენიმედღიანი კოკისპირული წვიმა და არაგვის ადიდებით გამოწვეული ღვარცოფები, რაც ამ დრომდე გრძელდება, კვლავაც პრობლემას უქმნის “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” არაგვის ხეობაში მდებარე სათავე ნაგებობების ფუნქციონირებას.
“არსებული მდგომარეობა წყალმომარაგების ჩვეული რეჟიმების დარღვევას იწვევს, რის გამოც, დედაქალაქის ზოგიერთ უბანს წყალი ამ დრომდე შეფერხებებით მიეწოდება. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, მდგომარეობის სრულ სტაბილიზაციამდე, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა სრული კრახი განიცადა
შემდეგი სტატიაირაკლი ნადირაძე – თბილისის მერიის ქვემდებარე 8 ორგანიზაციას სახელფასო დანამატები დაუწესდა