ჯონ ქერი 50 დოლარით დააჯარიმეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ბოსტონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ 50 დოლარით დააჯარიმა, რადგან საკუთარი სახლის წინ ტერიტორია თოვლისგან არ გაწმინდა.

“ჰაფინგტონ პოსტის” ინფორმაციით, აშშ-ში დიდთოვლობის დროს ჯონ ქერი საუდის არაბეთში, პრეზიდენტ ბარაქ ობამასთან ერთად იმყოფებოდა.
ჯონ ქერის პრესსპიკერის გლენ ჯონსონის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უახლოეს ხანებში გადაიხდის ჯარიმას.
აშშ-ში დიდთოვლობა ბოლო რამდენიმე დღეა გრძელდება.

banner
წინა სტატიაში“36 ნაბიჯი ევროპული საქართველოსთვის” – ენმ მთავრობას კრიზისიდან გამოსვლის გეგმას სთავაზობს
შემდეგი სტატიაიანვრის თვის ინფლაციისა და ექსპორტ-იმპორტის შესახებ მონაცემები მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი